VoltNet-ის შესახებ

ელექტრო და სუსტი დენების სისტემების სამონტაჟო გუნდი დეველოპერებისა და გენერალური კონტრაქტორებისთვის.

ორი ბეტონის ფასადის გეომეტრია ქვედა ხედიდან
საილუსტრაციო ვიზუალი

გამოცდილება, რომელიც
დგას VoltNet-ის უკან

VoltNet ახლად დაფუძნებული კომპანიაა. მის საფუძველს ორი დამფუძნებლის პრაქტიკული გამოცდილება ქმნის. თითოეული მათგანი ელექტრო და საინჟინრო სისტემებზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს.

სესე ხარჩილავას პორტრეტი

VoltNet-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი

სესე ხარჩილავა

სესე ხარჩილავა არის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხით და სფეროში 10-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. პროფესიული საქმიანობა დაიწყო სს „თელასში“, შემდგომ კი მუშაობდა კერძო კომპანიებში.

აქვს მრავალმხრივი გამოცდილება ელექტროენერგეტიკის, ელექტროინსტალაციის, სუსტი დენების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა საინჟინრო მიმართულებებით. უმუშავია საწარმოო, სასტუმრო, სასწავლო, კომერციულ და კერძო ობიექტებზე.

ფლობს საინჟინრო ნახაზების წაკითხვის, ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების, პროექტების ორგანიზებისა და სამუშაო ჯგუფების მართვის გამოცდილებას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამუშაოების ხარისხს, ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

VoltNet-ში პასუხისმგებელია კომპანიის მართვაზე, საინჟინრო მიმართულების განვითარებასა და პროექტების ხარისხიან განხორციელებაზე.

პორტრეტი დაემატება

თანადამფუძნებელი · ≈ 10 წელი

თანადამფუძნებელი 2

სახელი, პროფესიული ბიოგრაფია და სპეციალიზაცია დაემატება.

შეთანხმებული მოცულობა და სამუშაო გრაფიკი

დამფუძნებლების გამოცდილება მოიცავს საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებს. პროექტს ვეცნობით ნახაზებითა და ობიექტის პირობებით, შემდეგ კი სამუშაოების ეტაპებს მშენებლობის გრაფიკს ვუთანხმებთ.

შეგვიძლია შევასრულოთ სრული ელექტრო და სუსტი დენების სამონტაჟო პაკეტი. პროექტის მოთხოვნების მიხედვით ვზრდით სამუშაო გუნდს და ვმუშაობთ როგორც დამკვეთის მასალებით, ისე მასალების მოწოდებით.

მომსახურებების ნახვა

ვისაუბროთ თქვენს პროექტზე

გაგვიზიარეთ ობიექტის ტიპი, სამუშაოების მოცულობა და სავარაუდო ვადები.

მოითხოვეთ კომერციული შეთავაზება